Posts

ტრენინგის მე-9 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-9 დღეს მოვახდინეთ შეჯამება შესწავლილი მასალის.დავასრულეთ პროექტის გეგმა,ფასლიტაციის რესურსი,ნამუშევრის მომზადება წარსადგენად.ავტვირთეთ პორტფოლიო დრაივზე და ბლოგზე გავაზიარეთ.მოვახდინეთ უკუკავშირის მიღება და გაცემა.დავწერეთ რეფლექსია ბლოგზე.საინტერესოდ დავასრულეთ ინტელის ძირითადი კურსი .მიღებული  ცოდნა დამეხმარება პროფესიულ წინსვლაში და სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვაში,ამისათვის კი დიდ მადლობას ვუხდი  ჩემს ტრენერს ქალბატონ ნინო კოკილაშვილს.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ დაათვალიეროთ ჩემი ნამუშევარი და შემიფასოთ

ტრენინგის მე-8 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა დღის გამეორებით.განვიხილეთ მოდული 7.ისტის სტანდარტი ე.ს.გ.-დან.განვიხილეთ რესურსები,ფასლიტაცია.შევქმენით ფასლიტაციის მასალები,ფასლიტაციის რესურსები.იდეების გენერირებისთვის გამოვიყენეთ padlet.com.გავხსენით padlet.com-ის ფანჯარა ,შევქმენი ცარიელი დაფა და ჩავაშენეთ ბლოგში.შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში პროექტების დაგეგმვისას და განხორციელებისას.მადლობა ქალბატონ ნინოს საინტერესო დღისათვის.

გამოკითხვა

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში.

იდეების გენერირებისთვის

Image

მე-7 ე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს განვიხილეთ და შევავსეთ შეფასების რუბრიკები.ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომი და შეფასების მეთოდი.განვიხილეთ ,,სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი''-ბლუმი და გარდნერი.ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლის სტილზე. სსსმ მოსწავლესთვის შევქმენით სწავლის მეთოდი და რესურსები.

ტრენინგის მე-6 დღის რეფლექსია

მე-6 -ე დღეს დავათვალიერეთ ერთმანეთის ნაშრომები და მივეცით უკუკავშირი.შევქმენით მოსწავლის ნამუშევრები.ინტერნეტში მოძიებული სურათები ჩავსვით მოსწავლის ნაშრომში.შევავსეთ შაბლონი,.პრეზენტაციისთვის მოვიძიეთ სურათები,ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.დღევანდელ დღეს მიღებულ  ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.